arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • გენეტიკა

                                                                                                                                                                                                submetacentric - სუბმეტაცენტრული, არათანაბარმხრიანი

                                                                                                                                                                                                ზედსართავი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'submetacentric' (02.08.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ითქმის ქრომოსომის შესახებ, რომელსაც ცენტრომერი თავის ერთ-ერთ ბოლოსთან უფრო ახლოს აქვს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'submetacentric' (02.08.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ქრომოსომის კიდევ ერთი ფიზიკური მახასიათებელი, ცენტრომერი, ასევე ხელს უწყობს მის იდენტიფიკაციას, რამდენადაც ცენტრომერის პოზიცია განსხვავებულია სხვადასხვა ქრომოსომაში, რის მიხედვითაც განასხვავებენ მეტაცენტრულ, სუბმეტაცენტრულ, აკროცენტრულ და ტელოცენტრულ ქრომოსომებს.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                კ. ვიპონდი, გენეტიკა. თბილისი: სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება, 2014, გვ. 6

                                                                                                                                                                                                substitution - ჩანაცვლება

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'substitution' (02.08.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'substitution', მენაბდე ც., ინგლისური-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, მეცნიერება, თბილისი, 1983, გვ. 233

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მუტაცია, რომელიც ერთი ნუკლეოტიდის მეორით შეცვლას იწვევს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'substitution' (02.08.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ნამგლისებრუჯრედიან დაავადებას იწვევს სისხლის წითელი უჯრედების ცილა ჰემოგლობინში ერთი ამინომჟავას მეორით ჩანაცვლება.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'substitution' (02.08.2025), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი XIV. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                suicide gene - თვითმკვლელობის გენი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'suicide gene' (02.08.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                გენი, რომლის გააქტიურებაც უჯრედის აპოპტოზს იწვევს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'suicide gene' (02.08.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                თვითმკვლელობის გენი ახალშობილის სიგრძესა და წონას უკავშირდება.

                                                                                                                                                                                                supergene - სუპერგენი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'supergene' (02.08.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                გენების ინტეგრალური ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც კროსინგოვერი არ ხდება და რომელიც თაობიდან თაობამდე უცვლელად გადაეცემა.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'supergene' (02.08.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                supernumerary chromosomes - დამატებითი ქრომოსომები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'supernumerary chromosomes' (02.08.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ქრომოსომები, რომლებმაც მუტაცია ან დაავადება შეიძლება გამოიწვიონ.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'B chromosomes' (02.08.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 1169 ტერმინი