expressivity - გამოვლინებადობა, ექსპრესიულობა
არსებითი სახელიგანმარტება
ამა თუ იმ გენოტიპის ფენოტიპური გამოვლინების ხარისხი მოცემულ ან სხვადასხვა გარემო პირობებში.
კონტექსტი
მამაკაცებში X-ქრომოსომაზე განთავსებული თითქმის ყველა გენი, მიუხედავად იმისა, ის დომინანტურია თუ რეცესიული, ექსპრესირებულია, რადგან არ არსებობს მისი მეწყვილე გენი, რომელიც გავლენას იქონიებდა მის ექსპრესიულობაზე.