arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                common pheasant - კოლხური ხოხობი, ჩვეულებრივი ხოხობი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Colchian pheasant' (20.03.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ხოხობი კოლხური', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ.179

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ხოხბისებრთა ოჯახის (Phasianidae fam.) ფრინველი Phasianus colchicus,  გავრცელებულია უთოვლო ან მცირე თოვლიან და რბილ კლიმატიან ზოლში პალეარქტიკის სამხრეთ ნაწილში. აკლიმატიზებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Common Pheasant' (20.03.2025), The IUCN Red List of Threatened Species. Cambridge: International Union for Conservation of Nature

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                მამალი კოლხური ხოხობი თვალშისაცემად განსხვავდება დედლისგან: ზომით უფრო დიდია, ფეხებზე დეზები და განსაკუთრებულად მრავალფეროვანი შეფერილობა აქვს.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'კოლხური ხოხობი' (20.03.2025), თბილისის ზოოპარკი

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                Colchian pheasant, ring-necked pheasant

                                                                                                                                                                                                wood pigeon - ქედანი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ring dove' (20.03.2025), დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2010
                                                                                                                                                                                                 'ქედანი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 159

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მტრედისებრთა ოჯახის (Columbidae fam.) ფრინველი Columba palumbus.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Common Woodpigeon' (20.03.2025), The IUCN Red List of Threatened Species. Cambridge: International Union for Conservation of Nature

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                common woodpigeon

                                                                                                                                                                                                zander - ფარგა, ჩვეულებრივი ფარგა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'zander' (13.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'Судак', თ. გოგმაჩაძე, თევზების ნომენკლატურა (რუსულ-ქართულ-ლათინური). ბათუმი: აჭარა, 2018, გვ. 320
                                                                                                                                                                                                'Судак обыкновенная', თ. გოგმაჩაძე, თევზების ნომენკლატურა (რუსულ-ქართულ-ლათინური). ბათუმი: აჭარა, 2018, გვ. 321

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ქორჭილასებრთა ოჯახის (Percidae fam.) თევზი Sander lucioperca, syns. Stizostedion lucioperca, Lucioperca lucioperca. გავრცელებულია ბალტიის, შავი, აზოვის, კასპიისა და არალის ზღვების აუზებსა და გამტკნარებულ მონაკვეთებში; არის რეწვისა და სამოყვარულო ჭერის ობიექტი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: ‘ფარგა’, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 10, 1986, გვ. 221.

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                სხვადასხვა ბუნებრივმა თუ ხელოვნურმა პირობებმა, ხოლო 90-იანი წლებიდან მოყოლებული ბრაკონიერების „ელექტროშოკით თევზაობამ”, XXI საუკუნეში საქართველოს მდინარეებში დარჩენილი ფარგა სრულიად გააქრო.

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                pikeperch

                                                                                                                                                                                                char - გოჭალა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Голец', თ. გოგმაჩაძე, თევზების ნომენკლატურა (რუსულ-ქართულ-ლათინური). ბათუმი: აჭარა, 2018, გვ. 93

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ორაგულისებრთა ოჯახის (Salmonidae fam.) გამსვლელი და მტკნარი წყლის თევზების გვარი Salvelinus gen., გავრცელებულია ატლანტისა და ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში და წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Char' (20.03.2025), Encyclopedia Britannica. Chicago: Encyclopaedia Britannica, Inc.

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                Salvelinus

                                                                                                                                                                                                კომენტარი

                                                                                                                                                                                                ქართულად გოჭალა ასევე ეწოდება კობრისნაირთა რიგის გოჭალასებრთა ოჯახის (Nemacheilidae) თევზებს.

                                                                                                                                                                                                Salmonoidei - ორაგულისმაგვარნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Лососевидные', თ. გოგმაჩაძე, თევზების ნომენკლატურა (რუსულ-ქართულ-ლათინური). ბათუმი: აჭარა, 2018, გვ. 178

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ორაგულისნაირთა რიგის (Salmoniformes ord.) ქვერიგი Salmonoidei subord., აერთიანებს ორაგულებს, ჰარიუსებს, სიგებს და სხვებს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: „Retroposons of salmonoid fishes (Actinopterygii: Salmonoidei) and their evolution“, V. Matveev, N. Okada, Gene. Vol. 434, Issues 1–2, 2009, pp. 16-28

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                salmonids
                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 6186 ტერმინი