arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • აუდიტი

                                                                                                                                                                                                control objective - კონტროლის მიზანი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'control objective' (28.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020 

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                კონტროლის სისტემის რომელიმე ასპექტის მიზანი ან ამოცანა. კონტროლის მიზნები დაკავშირებულია იმ რისკებთან, რომლებიც უნდა შეამციროს კონტროლის საშუალებებმა.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'კონტროლის მიზანი' (28.04.2025), აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 35

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                თუ მომსახურე ორგანიზაცია ქვემომსახურე ორგანიზაციას იყენებს, მომსახურე ორგანიზაციის აუდიტორის დასკვნა შეიძლება მოიცავდეს ან არ მოიცავდეს ქვემომსახურე ორგანიზაციის კონტროლის მიზნებსა და შესაბამის კონტროლის პროცედურებს.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 402, აუდიტორული მოსაზრებები სამეურნეო სუბიექტის მიერ მომსახურე ორგანიზაციის გამოყენებაზე, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 580

                                                                                                                                                                                                control risk - კონტროლის რისკი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'control risk' (28.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                რისკი იმისა, რომ უზუსტობას, რომელიც შეიძლება არსებობდეს ამა თუ იმ კატეგორიის ოპერაციის, ანგარიშის ნაშთის ან განმარტებითი შენიშვნის შესახებ მტკიცებაში და შეიძლება არსებითი იყოს ცალკე აღებული ან სხვა უზუსტობებთან ერთად, თავიდან ვერ აიცილებს, ან დროულად ვერ გამოავლენს და შეასწორებს სუბიექტის შიდა კონტროლი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'კონტროლის რისკი' (28.04.2025), აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 35

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                მტკიცების დონეზე არსებითი უზუსტობის რისკები შედგება ორი კომპონენტისგან: თანდაყოლილი რისკისა და კონტროლის რისკისგან.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 200, დამოუკიდებელი აუდიტორის საერთო მიზნები და აუდიტის ჩატარება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 145

                                                                                                                                                                                                controls at a subservice organization - ქვემომსახურე ორგანიზაციის კონტროლის საშუალებები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'controls at a subservice organization' (28.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020 

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ქვემომსახურე ორგანიზაციის კონტროლის საშუალებები, რომელთა მიზანია კონტროლის მიზნის მიღწევის შესახებ დასაბუთებული რწმუნების მოპოვება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'ქვემომსახურე ორგანიზაციის კონტროლის საშუალებები' (28.04.2025), აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 55

                                                                                                                                                                                                controls at the service organization - მომსახურე ორგანიზაციის კონტროლის საშუალებები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'controls at the service organization' (28.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                კონტროლის იმ მიზნის მისაღწევად განკუთვნილი კონტროლის საშუალებები, რომელსაც მოიცავს მომსახურე ორგანიზაციის აუდიტორის მარწმუნებელი დასკვნა.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'მომსახურე ორგანიზაციის კონტროლის საშუალებები' (28.04.2025), აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 40

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                მართალია, მომსახურე ორგანიზაციის კონტროლის საშუალებების უმეტესობა, სავარაუდოდ, ფინანსურ ანგარიშგებას უკავშირდება, მაგრამ ის შეიძლება სხვა ისეთ კონტროლის საშუალებებსაც იყენებდეს, რომლებიც ასევე შესაფერისი იქნება აუდიტისთვის, მაგალითად, აქტივების დაცვაზე დაწესებული კონტროლი.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 402, აუდიტორული მოსაზრებები სამეურნეო სუბიექტის მიერ მომსახურე ორგანიზაციის გამოყენებაზე, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 551

                                                                                                                                                                                                corresponding figures - შესაბამისი მონაცემები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'corresponding figures' (28.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                შესადარისი ინფორმაცია, როდესაც წინა პერიოდის თანხები და სხვა განმარტებები ჩართულია როგორც მიმდინარე პერიოდის ფინანსური ანგარიშგების განუყოფელი ნაწილი და განხილულ უნდა იქნეს მხოლოდ მიმდინარე პერიოდის თანხებთან და სხვა განმარტებებთან (ე.წ. „მიმდინარე პერიოდის მონაცემები") კავშირში. შესაბამისი თანხებისა და განმარტებების დეტალიზების დონე, ძირითადად, განისაზღვრება იმის მიხედვით, რამდენად მნიშვნელოვანია ისინი მიმდინარე პერიოდის მონაცემების გასაგებად.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'შესაბამისი მონაცემები' (28.04.2025), აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 58

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში მოცემული შესადარისი ინფორმაცია შეიძლება იყოს შესაბამისი მონაცემები ან შესადარისი ფინანსური ინფორმაცია.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 810 (გადასინჯული), გარიგებები დასკვნის შედგენაზე კრებსითი ფინანსური ანგარიშგების შესახებ, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 1454
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 94 ტერმინი