arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                AA-12 "Adder" - ეი-ეი-12 "ადერი"

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'AA-12 "Adder", (26.05.2025), ინგლისურ-ქართული სამხედრო ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2009

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ნატოს მიერ ხმარებული რუსული საშუალო მოქმედების "ჰაერი-ჰაერი" კლასის აქტიური რადიოლოკაციური თვითგამიზვნის სისტემით აღჭურვილი რაკეტის Vympel R-77-ის კოდური სახელწოდება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'AA-12 "Adder", (26.05.2025), ინგლისურ-ქართული სამხედრო ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2009

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                Adder

                                                                                                                                                                                                anti-aircraft artillery - საზენიტო არტილერია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'anti-aircraft artillery' (26.05.2025), ინგლისურ-ქართული სამხედრო ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2009

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                არტილერია, რომლის დანიშნულებაა საჰაერო მიზნების განადგურება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'საზენიტო არტილერია', მეძმარიაშვილი ე., ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონითბილისი, 2017, გვ. 386

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                თავად სირიელები კი ამტკიცებენ, რომ უცნობი საფრენი აპარატი, რომელმაც მათი საჰაერო სივრცე დაარღვია, არა რაკეტით, არამედ საზენიტო არტილერიის ჭურვებით გაანადგურეს.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                AAA, Triple-A

                                                                                                                                                                                                advanced amphibious assault vehicle - ამერიკული გაუმჯობესებული სადესანტო ამფიბიური მუხლუხა ჯავშანტრანსპორტიორი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'advanced amphibious assault vehicle' (26.05.2025), ინგლისურ-ქართული სამხედრო ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2009

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                გაუმჯობესებული ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორი, რომელიც შექმნილია სადესანტო ჯარებისა და მათი აღჭურვილობის გემიდან ნაპირისკენ გადმოტანისა და ამფიბიურ ოპერაციებში მხარდაჭერისათვის. 

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'amphibious assault vehicle' (26.05.2025), Ll. Kiff, Encyclopedia Britannica. Chicago: Encyclopaedia Britannica, Inc.

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                AAAV

                                                                                                                                                                                                Army Air Corps - სახმელეთო ჯარების საავიაციო კორპუსი, საარმიო ავიაცია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Army Air Corps' (26.05.2025), ინგლისურ-ქართული სამხედრო ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2009

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მთელი რიგი სახელმწიფოების სახმელეთო ჯარების გვარეობა. განკუთვნილია ჯარების საბრძოლო მოქმედებების უშუალო უზრუნველყოფისა და საავიაციო მხარდაჭერისათვის. 

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'საარმიო ავიაცია', მეძმარიაშვილი ე., ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონითბილისი, 2017, გვ. 356

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                წებელდისა და ნაგვალოუს პოლიგონებზე ოლქის მე-4 არმიის საარმიო ავიაციის ეკიპაჟებმა პირობითი მოწინააღმდეგის ქვეითთა და მსუბუქად დაჯავშნული ტექნიკის განადგურებაში ივარჯიშეს.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                AAC

                                                                                                                                                                                                air-to-air missile - "ჰაერი-ჰაერი" კლასის რაკეტა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'air-to-air missile' (26.05.2025), ინგლისურ-ქართული სამხედრო ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2009

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                საჰაერო ბაზირების რაკეტა, რომელიც საჰაერო მიზნების წინააღმდეგ გამოიყენება. 

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'air-to-air missile’ (26.05.2025), NATOTerm

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის უკვე არსებული „ჰაერი-ჰაერი“ კლასის რაკეტების გამოყენება განპირობებული იყო დიდი თანხების დაზოგვის სურვილით.

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                AAM
                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 6275 ტერმინი