arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • გენეტიკა

                                                                                                                                                                                                operon - ოპერონი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'operon' (17.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'operon', ც. მენაბდე, ინგლისური-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება, 1983, გვ. 155

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ერთი ან რამდენიმე ცისტრონისგან შემდგარი ქრომოსომული ერთეული პროკარიოტებში, რომელიც ოპერატორი გენის კონტროლის ქვეშ ფუნქციონირებს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'operon' (17.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                პროკარიოტების პრომოტორების პროგნოზირების ერთ-ერთი უნიკალური ასპექტია ოპერონის სტრუქტურის დადგენა, ვინაიდან ოპერონში მდებარე გენების შემთხვევაში ოპერონის პირველი გენის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით მდებარე პრომოტორი საერთოა.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'operon' (17.07.2025), ძინ სუნი, ბიოინფორმატიკის საფუძვლები, თავი 9. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2012, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                orthologous - ორთოლოგიური

                                                                                                                                                                                                ზედსართავი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'orthologous' (17.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ითქმის ჰომოლოგიური გენების შესახებ, რომლებიც პირდაპირი ხაზით გადაეცემიან ერთი თაობიდან მეორე თაობას, მაგრამ სახეობათა წარმოქმნის გამო სხვადასხვა გენოფონდებში წყდებიან.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'orthologous' (17.07.2025), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი XXV, 2007. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ​​​​​​​ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ადამიანისა და თაგვის β ჰემოგლობინის გენები ორთოლოგიურები არიან.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'orthologous' (17.07.2025), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი XXV, 2007. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ​​​​​​​ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                orthologue - ორთოლოგი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'orthologue' (17.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ჰომოლოგი / ჰომოლოგიური გენი / ცილა, რომელიც საერთო წინაპარი გენის ევოლუციური განვითარების პროცესში შვილეულ გენებად დათიშვის შედეგად წარმოიქმნა.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'orthologue' (17.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                მოგვიანებით იდენტიფიცირებული იქნა, რომ Drosophila ჰეჯ-ჰოგის (Sonic, Desert and Indian) სამი ორთოლოგი არსებობს ყველა ხერხემლიანში, თევზების, ფრინველების და ძუძუმწოვრების ჩათვლით.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                ჰეჯ-ჰოგ სიგნალის გადაცემის პირიდილის ინჰიბიტორები“ (17.07.2025), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი საქპატენტი, 2009

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                ortholog

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                paralogue - პარალოგი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'paralogue' (17.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ჰომოლოგი / ჰომოლოგიური გენი / ცილა, რომელიც საერთო წინაპარი გენის დუპლიკაციის შედეგად წარმოიქმნა.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'paralogue' (17.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                paralog

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                orthoploid - ორთოპლოიდური

                                                                                                                                                                                                ზედსართავი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'orthoploid' (17.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ითქმის ჰაპლოიდური რიცხვის ჯერადი ქრომოსომათა რაოდენობის მქონე უჯრედის ან ორგანიზმის შესახებ.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'orthoploid' (17.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 1166 ტერმინი