Aquila - არწივი
არსებითი სახელი'არწივი', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 1, 1975, გვ. 615
'არწივი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 100
განმარტება
ქორისებრთა ოჯახის (Accipitridae fam.) ფრინველთა გვარი Aquila gen. საშუალო და დიდი ზომის მტაცებელი ფრინველებია. აქვთ ძლიერი ნისკარტი და კლანჭები, გრძელი და ფართო ფრთები.
კონტექსტი
ყველა არწივი (გარდა მთის და ქორისებრი არწივისა) სასარგებლოა, ვინაიდან ანადგურებს მავნე მღრღნელებს.