arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • გენეტიკა

                                                                                                                                                                                                mutant - მუტანტისა

                                                                                                                                                                                                ზედსართავი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'mutant II' (13.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მუტაციის შედეგად წარმოქმნილ ორგანიზმთან, ნიშან-თვისებასთან და ა.შ. დაკავშირებული.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'mutant I' (13.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ნორმალური ემბრიონის განვითარების რუკაზე დაყრდნობით, მკვლევრებს შეუძლიათ გამოიკვლიონ, როგორ იცვლება უჯრედების დიფერენციაცია ექსპერიმენტულ ვითარებაში ან მუტანტ ემბრიონებში.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'mutant' (13.07.2025), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი XLVII. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                mutation - მუტაცია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'mutation' (13.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'mutation', ც. მენაბდე, ინგლისური-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება, 1983, გვ. 145
                                                                                                                                                                                                'მუტაცია', ი. ლაჩაშვილი, მოკლე ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: განათლება, 1977, გვ. 219

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                1. ორგანიზმის გენომის ნუკლეოტიდების თანმიმდევრობაში მომხდარი ცვლილება, რომელიც ახალ / საწყისი ტიპისათვის არადამახასიათებელ ნიშან-თვისებას წარმოქმნის.
                                                                                                                                                                                                2. მუტაციის პროცესი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'mutation' (13.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                1. თუ წერტილოვანი მუტაციას ადგილი აქვს გამეტაში, ან უჯრედში, რომლისგანაც გამეტა წარმოიქმნება, ის შეიძლება, შთამომავალს და მომდევნო თაობებსაც გადაეცეს.
                                                                                                                                                                                                2. სიმსივნის სუპრესორული ცილის ნორმალური აქტივობის შემამცირებელმა ნებისმიერმა მუტაციამ შეიძლება კიბოს განვითარება გამოიწვიოს, ვინაიდან სუპრესიის (დათრგუნვის) არარსებობა ზრდას ასტიმულირებს.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                1. 'mutation' (13.07.2025), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი XVII. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი
                                                                                                                                                                                                2. 'mutation' (13.07.2025), . კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი XIX. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                mutational load - მუტაციური ტვირთი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'mutational load' (13.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                პოპულაციის გენომში მავნე მუტაციების დაგროვებით გამოწვეული გენეტიკური დარღვევები.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'mutational load' (13.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                სიმსივნურ ქსოვილზე PD-L1 ექსპრესიის გარდა, სიმსივნური მუტაციური ტვირთი დადასტურებულია რამდენიმე III ფაზის კლინიკურ კვლევაში.

                                                                                                                                                                                                mutation frequency - მუტაციის სიხშირე

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'mutation frequency' (13.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'frequency', ც. მენაბდე, ინგლისური-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება, 1983, გვ. 107

                                                                                                                                                                                                 

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ამა თუ იმ სახის მუტანტების პროცენტული რაოდენობა პოპულაციაში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'mutation frequency' (13.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                კვლევის ფარგლებში იაპონიის, სინგაპურის, ომანის, ჩინეთის , სამხრეთ კორეისა და ინდოეთის წარმომდგენლებში PT G20210A გენის მუტაციის სიხშირემ 0% შეადგინა, ხოლო შუა აღმოსავლეთში მუტაციის სიხშირე მერყეობს 2.5-12.25 %-ს შორის.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                ს. გარაყანიძე, არტერიული თრომბოზების გენეტიკური ასპექტები აჭარის პოპულაციაში. ბათუმი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2019, გვ. 29

                                                                                                                                                                                                mutation pressure - მუტაციური ზეწოლა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'mutation pressure' (13.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                პოპულაციაში ალელური სიხშირის მუდმივი ცვლა, რომელსაც მუტაცია იწვევს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'mutation pressure' (13.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                იმ შემთხვევაში, როცა გენთა ნაკადის ინტენსივობა სუსტია, მაშინ გენთა დრეიფით, გადარჩევითა და მუტაციური ზეწოლით შესაძლებელია მოხდეს ცალკეულ ჯგუფთა გენეტიკური დიფერენცირება.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                ა. შათირიშვილი, ი. ჭუჭლაშვილი, მიკროევოლუციის საფუძვლები. თბილისი: თბილისის. უნივერსიტის გამომცემლობა, 2005
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 1166 ტერმინი