arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • ბიოქიმია

                                                                                                                                                                                                microfilament - მიკროფილამენტი, აქტინის ფილამენტი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'microfilament' (04.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                აქტინის ცილის მოლეკულებისაგან შემდგარი წვრილი ძაფი / ფილამენტი ევკარიოტული უჯრედის ციტოპლაზმაში – ციტოჩონჩხის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'microfilament' (04.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                მიკროფილამენტი არის აქტინის სუბერთეულების დაგრეხილი ორმაგი ჯაჭვი.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'microfilament' (04.12.2025), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი VI. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                activation energy - აქტივაციის ენერგია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'activation energy' (04.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ენერგია, რომელიც ბიოქიმიური რეაქციის დასაწყებად არის აუცილებელი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'activation energy' (04.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                თუ თქვენ შეჭამთ გლუკოზას, თქვენს უჯრედებში ფერმენტები აქტივაციის ენერგიის ბარიერს უფრო დაბლა დასწევენ, რითაც შაქარს საფეხურებრივი დაჟანგვის საშუალებას მისცემენ.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'activation energy' (04.12.2025), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი IX. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                active transport - აქტიური ტრანსპორტი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'active transport' (04.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                უჯრედის მემბრანის გავლით მოლეკულის ან იონის მოძრაობა ელექტროქიმიური გრადიენტის საწინააღმდეგოდ.
                                                                                                                                                                                                 

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'active transport' (04.12.2025), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი XXXVI. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                აქტიური ტრანსპორტი უჯრედს მცირე მოლეკულების შიდა კონცენტრაციების შენარჩუნების საშუალებას აძლევს, რომლებიც გარემოში მათი კონცენტრაციებისგან განსხვავდება.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'active transport' (04.12.2025), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი XXXVI. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                activin - აქტივინი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'activin' (04.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                უჯრედების ზრდისა და დიფერენციაციის სხვადასხვა ასპექტის მარეგულირებელი ცილა.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'activin' (04.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                actomyosin - აქტომიოზინი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'actomyosin' (04.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                აქტინისა და მიოზინისგან შემდგარი კომპლექსური ცილა.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'actomyosin' (04.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                აღმოჩნდა, რომ ნორმალური მიოზინიდან და დაავადებული გულის კუნთის აქტინიდან მიღებული ჰიბრიდული აქტომიოზინი უფრო დაბალი შეკუმშვის უნარით ხასიათდება, ვიდრე ნორმალური აქტომიოზინი და რომ გულის უკმარისობის განვითარებისას პირველად აქტინის თვისებები იცვლება, სახელდობრ, იგი გაცილებით ცუდად ექსტრაჰირდება და პოლიმერიზირდება.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                ბიოფიზიკა“ (04.12.2025), მ. ზაალიშვილი, ქართული ენციკლოპედია. თბილისი: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, 2025
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 126 ტერმინი