arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • გენეტიკა

                                                                                                                                                                                                missense mutation - მისენს-მუტაცია, ჩანაცვლებითი მუტაცია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'missense mutation' (06.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                წერტილოვანი მუტაცია, რომლის დროსაც დნმ-ში ერთი ნუკლეოტიდის შეცვლის შედეგად წარმოიქმნება მისენს-კოდონი, რომელიც იწყებს სხვა ამინომჟავას კოდირებას.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'missense mutation' (06.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ადაპტაციურ მუტაციებში განარჩევენ ერთი მხრივ მისენს (missense) მუტაციებს, რის შედეგადაც ცილის პოლიპეპტიდურ ჯაჭვში შეცვლილია ფუნქციურად მნიშვნელოვანი ამინომჟავები და მეორეს მხრივ კი რეგულატორული უბნის (D-მარყუჟი) მუტაციებს, რომლის დროსაც ადგილი აქვს დნმ-ის რეპლიკაციისა და ტრანსკრიპციის პროცესების ცვლილებას. 

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                ლ. რამიშვილი, პროსტატის სიმსივნური ქსოვილისა და სისხლის უჯრედების მეტაბოლიზმის ზოგიერთი ასპექტის შესწავლ. თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2017, გვ. 30 

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                nonsense mutation - ნონსენს-მუტაცია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'nonsense mutation' (06.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                წერტილოვანი მუტაცია, რომლის დროსაც დნმ-ში ერთი ნუკლეოტიდის შეცვლის შედეგად წარმოიქმნება სტოპ-კოდონის იდენტური ნონსენს-კოდონი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'nonsense mutation' (06.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                თითქმის ყველა ნონსენს მუტაციას არაფუნქციონალურ ცილამდე მივყავართ.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'nonsense mutation' (06.07.2025), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი XVII. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                nonsense codon - ნონსენს-კოდონი, უშინაარსო კოდონი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'nonsense codon' (06.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ნონსენს-მუტაციისას უადგილოდ წარმოქმნილი სტოპ-კოდონის იდენტური კოდონი, რომელიც არც ერთ ამინომჟავას არ აკოდირებს და ნაადრევად წყვეტს პოლიპეპტიდური ჯაჭვის ტრანსლაციას, რის შედეგადაც წარმოიქმნება არასრული, ჩვეულ. ფუნქციო ცილოვანი პროდუქტი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'nonsense codon' (06.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                missense suppressor - მისენს-სუპრესორი, მისენს-მუტაციის სუპრესორი, ჩანაცვლებითი მუტაციის სუპრესორი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'missense suppressor' (06.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                დამთრგუნველი გენი, რომელიც თრგუნავს სხვა გენში გაჩენილ მისენს-მუტაციას.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'missense suppressor' (06.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                mitochondrial DNA - მიტოქონდრიული დნმ, მტ-დნმ

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'mitochondrial DNA' (06.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მიტოქონდრიაში არსებული დნმ, რომელიც მრავალუჯრედიან ორგანიზმებში სქესობრივი გამრავლების დროს ჩვეულებრივ მხოლოდ დედის ხაზით გადაცემა; ადამიანის მიტოქონდრიული დნმ წარმოადგენს მცირე ზომის რგოლურ მოლეკულას და შეიცავს 37 გენს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'mitochondrial DNA' (06.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                სიცოცხლის განმავლობაში ახალ-ახალი მუტაციები გროვდება ჩვენს მიტოქონდრიულ დნმ-ში და, როგორც ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, ეს მუტაციები გარკვეულ როლს თამაშობენ დაბერების პროცესებში.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'mitochondrial DNA' (06.07.2025), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი XV. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                mtDNA
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 1166 ტერმინი