arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • აუდიტი

                                                                                                                                                                                                audit file - აუდიტის ფაილი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'audit file' (24.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ერთი ან მეტი საქაღალდე, ან სხვა ფიზიკური ან ელექტრონული ფორმის ინფორმაციის მატარებელი, რომელიც შეიცავს ჩანაწერებს (აუდიტის დოკუმენტაციას) ამა თუ იმ კონკრეტული გარიგების შესახებ. 

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'აუდიტის ფაილი' (24.04.2025), აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 21

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                აუდიტორმა აუდიტის დოკუმენტაცია უნდა შეკრიბოს აუდიტის ერთ ფაილში და დროულად დაასრულოს აუდიტის საბოლოო ფაილის დაკომპლექტების ადმინისტრაციული პროცესი აუდიტორის დასკვნის თარიღის შემდეგ.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 230, აუდიტის დოკუმენტაცია, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 228

                                                                                                                                                                                                audit firm - აუდიტორული ფირმა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'audit firm' (24.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ინდივიდუალური პრაქტიკოსი, ამხანაგობა, კორპორაცია ან ინდივიდუალური პრაქტიკოსების სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ერთეული.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'ფირმა' (24.04.2025), აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 55

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ხარისხის კონტროლის სისტემებზე, პოლიტიკასა და პროცედურებზე პასუხისმგებელია აუდიტორული ფირმა.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 220, ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ხარისხის კონტროლი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 197

                                                                                                                                                                                                audit risk - აუდიტორული რისკი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'audit risk' (24.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                რისკი იმისა, რომ აუდიტორი გამოთქვამს არაადეკვატურ აუდიტორულ მოსაზრებას იმ დროს, როდესაც ფინანსური ანგარიშგება შეიცავს არსებით უზუსტობას. აუდიტორული რისკი წარმოადგენს არსებითი უზუსტობის რისკისა და შეუმჩნევლობის რისკის ფუნქციას.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'აუდიტორული რისკი' (24.04.2025), აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 22

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                აუდიტორი არსებითობასა და აუდიტორულ რისკს ითვალისწინებს მთელი აუდიტის განმავლობაში.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 320, არსებითობა აუდიტის დაგეგმვისა და ჩატარების დროს, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 507

                                                                                                                                                                                                audit sampling - აუდიტორული შერჩევა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'audit sampling' (24.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                აუდიტის პროცედურების გამოყენება მოცემულ გენერალურ ერთობლიობაში შემავალი მუხლების 100%-ზე ნაკლები მუხლების მიმართ, ისე რომ ყველა შესარჩევ მუხლს ჰქონდეს ერთნაირი შერჩევის შანსი, რათა აუდიტორმა მიიღოს დასაბუთებული საფუძველი იმისათვის, რომ ჩამოაყალიბოს დასკვნა იმ გენერალური ერთობლიობისთვის, საიდანაც შეარჩია შერჩევითი ერთობლიობა.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'აუდიტორული შერჩევა' (24.04.2025), აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 22

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                წინამდებარე აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი (ასს) გამოიყენება, როდესაც აუდიტორი გადაწყვეტს აუდიტის პროცედურების ჩატარებისას აუდიტორული შერჩევის გამოყენებას.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 530, აუდიტორული შერჩევა, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 700

                                                                                                                                                                                                auditor - აუდიტორი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'auditor' (24.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                გამოიყენება იმ პირის ან პირების აღსანიშნავად, რომლებიც ატარებენ აუდიტს. როგორც წესი, ესენი არიან გარიგების პარტნიორი ან გარიგების გუნდის სხვა წევრები, ან, როდესაც შესაფერისია, ფირმა.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'აუდიტორი' (24.04.2025), აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 21

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                აუდიტორის მიზანია, შეაფასოს: ა) გამოვლენილი უზუსტობების გავლენა აუდიტზე; და ბ) შეუსწორებელი უზუსტობების გავლენა, თუ ასეთი არსებობს, ფინანსურ ანგარიშგებაზე.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 450, აუდიტის პროცესში გამოვლენილი უზუსტობების შეფასება, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 586
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 94 ტერმინი