arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                Branchiostomidae - ლანცეტასებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Branchiostomidae' (12.07.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                უქალოების ქვეტიპის (Cephalochordata subphl.) თევზის მსგავსი ზღვის პრიმიტიული ქორდიანი ცხოველების ოჯახი Branchiostomidae fam.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Branchiostomidae' (12.07.2026), A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                Branchiura - ჭანარჭამიები, კობრიჭამიები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Branchiura' (12.07.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ჭანარჭამიები', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 11, 1987, გვ. 381

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                კიბოსნაირთა ქვეტიპის (Crustacea subphl.) ფეხსახსრიანთა ქვეკლასი Branchiura subcls. მტკნარი და ზღვის თევზების, ასევე ზოგიერთი ამფიბიის პარაზიტები არიან.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Branchiura' (12.07.2026), A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020
                                                                                                                                                                                                'Branchiura' (12.07.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                breeding ground - გამრავლების ადგილი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'breeding ground' (12.07.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                სადაც ამა თუ იმ სახეობის გარეული ცხოველები (ფრინველები, თევზები...) გამრავლების სეზონის დროს მასობრივად იყრიან თავს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'breeding ground' (12.07.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                telophase - ტელოფაზა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'telophase' (12.07.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'telophase', ც. მენაბდე, ინგლისური-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება, 1983, გვ. 240
                                                                                                                                                                                                „ტელოფაზა“, ი. ლაჩაშვილი, მოკლე ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: განათლება, 1977, გვ. 329

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მიტოზის ან მეიოზის მესამე / უკანასკნელი ფაზა, რომლის დროსაც თითისტარა ქრება და შვილეული ბირთვები წარმოიქმნება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'telophase' (12.07.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ტელოფაზაში გოლჯის აპარატში წარმოქმნილი ბუშტუკები უჯრედის ცენტრისაკენ მიკრომილაკების გასწვრივ გადაადგილდება, ერთიანდება და წარმოქმნის უჯრედის ფირფიტას.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'telophase' (12.07.2026), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი XII. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                anastral mitosis - ანასტრული მიტოზი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'anastral mitosis' (12.07.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                უპირატ. მცენარეთათვის დამახასიათებელი მიტოზის ტიპი, რომლის დროსაც ე.წ. "ვარსკვლავის" / ასტროსფეროს წარმოქმნა არ ხდება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'anastral mitosis' (12.07.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 6567 ტერმინი