arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                wombat - ვომბატი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'wombat' (02.07.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ვომბატისებრთა ოჯახის (Vombatidae fam.) ჩანთოსან ძუძუმწოვართა საერთო სახელწოდება. ცნობილია 3 სახეობა. გავრცელებული არიან ავსტრალიაში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'wombat' (02.07.2026), Encyclopedia Britannica. Chicago: Encyclopaedia Britannica, Inc.

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                Australian badger

                                                                                                                                                                                                wood mouse - ტყის თაგვი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'wood mouse' (02.07.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                თაგვისებრთა ოჯახის (Muridae fam.) მღრღნელი Apodemus sylvaticus. გავრცელებულია ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Long-tailed Field Mouse' (02.07.2026), The IUCN Red List of Threatened Species. Cambridge: International Union for Conservation of Nature

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                long-tailed field mouse

                                                                                                                                                                                                woolly monkey - ხშირბეწვიანი მაიმუნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'woolly monkey' (02.07.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ობობასებრი მაიმუნების ოჯახის (Atelidae fam.) ძუძუმწოვართა გვარი Lagothrix gen.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Woolly Monkey' (02.07.2026), Encyclopedia of Life

                                                                                                                                                                                                Xenarthra - არასრულკბილიანები, ამერიკული არასრულკბილიანები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Xenarthra' (02.07.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'არასრულკბილიანები', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 1, 1975, გვ. 542

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ძუძუმწოვართა კლასის (Mammalia cls.) ცხოველების ზერიგი Xenarthra supord., რომელიც აერთიანებს ჯავშნოსნების რიგსა და ჭიანჭველაჭამიასებრთა და ზარმაცასებრთა ქვერიგებს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Xenarthra' (02.07.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                yak - იაკი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'yak' (02.07.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'იაკი', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 5, 1980, გვ. 38

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ძროხისებრთა ოჯახის (Bovidae fam.) წყვილჩლიქოსანი ცხოველი Bos grunniens, syn. Poephagus grunniens. გავრცელებულია ჩინეთში, ცენტრალურ აზიაში, მონღოლეთსა და ნეპალში. ზოგჯერ გამოყოფენ ორ სახეობას: გარეული იაკი (Bos mutus) და შინაური იაკი (Bos grunniens).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'yak' (02.07.2026), Encyclopedia Britannica. Chicago: Encyclopaedia Britannica, Inc.

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                grunting ox

                                                                                                                                                                                                grunting ox

                                                                                                                                                                                                = yak
                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 7263 ტერმინი