arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                dedifferentiation - დედიფერენციაცია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'dedifferentiation' (21.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                არადიფერენცირებულ მდგომარეობაში დაბრუნება სპეციალიზაციის დაკარგვით (უჯრედისა, ქსოვილისა – ჩვეულ. ხდება რეგენერაციული პროცესის დროს).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'dedifferentiation' (21.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                მკვლევრებმა დონორი ბირთვების აუცილებელ დედიფერენცირებას მიაღწიეს სარძევე ჯირკვლის უჯრედების კულტივირებით ღარიბ საკვები არეში.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'dedifferentiation' (21.06.2026), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი XXI. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                Rhinocerotidae - მარტორქისებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Rhinocerotidae' (21.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'მარტორქისებრნი', ა. ჯანაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 6, 1983, გვ. 461-462

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                კენტჩლიქოსანთა რიგის (Perissodactyla ord.) ძუძუმწოვარ ცხოველთა ოჯახი Rhinocerotidae fam. აერთიანებს 5 თანამედროვე სახეობას, რომლებიც გავრცელებული არიან აფრიკასა და აზიაში. ოჯახში შედის მრავალი ამომწყდარი სახეობაც.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Rhinocerotidae' (28.05.2026), A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                desmosome - დესმოსომა, შეწებების ხალი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'desmosome' (21.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                „დესმოსომები“, ი. ლაჩაშვილი, მოკლე ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: განათლება, 1977, გვ. 90

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                უჯრედშორისი ადჰეზიის / კონტაქტის სახეობა; აგრ. უჯრედის მემბრანის სპეციალიზებული სტრუქტურა, რომლითაც უჯრედშორისი ადჰეზია ხორციელდება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'desmosome' (21.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                belt desmosome შეწებების ზონა, სალტისებრი დესმოსომა.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'desmosome' (21.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                macula adherens, spot desmosome

                                                                                                                                                                                                dormant tumour - დროებით ზრდაშეწყვეტილი სიმსივნე

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'dormant tumour' (21.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                იმუნური სისტემის მოქმედების, სისხლის არასაკმარისი მომარაგების, უჯრედული ციკლის დათრგუნვის და სხვ. შედეგად დროებით ზრდაშეწყვეტილი სიმსივნე.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'dormant tumour' (21.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                ring-tailed lemur - კატისებრი ლემური, კატა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ring-tailed lemur' (21.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'კატისებრი ლემური', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 5, 1980, გვ. 437

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ლემურისებრთა ოჯახის (Lemuridae fam.) პრიმატი Lemur catta. ხშირად ჰყავთ ზოოპარკებში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'lemur' (21.06.2026), Encyclopedia Britannica. Chicago: Encyclopaedia Britannica, Inc.
                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 7258 ტერმინი