arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • იმუნოლოგია

                                                                                                                                                                                                adaptive immune response - ადაპტური იმუნური პასუხი, შეძენილი იმუნური პასუხი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'adaptive immune response' (10.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                იმუნური სისტემის რეაქცია მიერმიკროორგანიზმების, პარაზიტების, გადანერგილი ქსოვილის ან სხვა ანტიგენების წინააღმდეგ, რომლის დროსაც სპეციფიკური ანტისხეულები და/ან ციტოტოქსინის უჯრედები გამომუშავდება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'adaptive immune response' Henderson's Dictionary of Biology, Fourteenth Edition. Pearson Benjamin Cummings Prentice Hall, 2008, გვ. 11

                                                                                                                                                                                                adaptive immunity - ადაპტური იმუნიტეტი, შეძენილი იმუნიტეტი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'adaptive immunity' (10.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                პათოგენით დაინფიცირების ან მის წინააღმდეგ იმუნიზაციის საპასუხოდ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'adaptive immunity' Henderson's Dictionary of Biology, Fourteenth Edition. Pearson Benjamin Cummings Prentice Hall, 2008, გვ. 11

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                შეძენილი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, ანტიგენთან პირველი შეხვედრის შემდეგ, დრო სჭირდება. 

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                შეძენილი იმუნიტეტი“ (10.05.2026), merki.mkurnali.ge

                                                                                                                                                                                                allergen - ალერგენი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'allergen' (10.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ალერგიის გამომწვევი ნივთიერება / ანტიგენი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'allergen' (10.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                მწვავე ანთებით პასუხს ხანდახან ანაფილაქსიურ შოკამდეც მივყავართ, როდესაც მთელი სხეული ახორციელებს სიცოცხლისთვის სახიფათო რეაქციას, რაც ალერგენის წარდგენის შემთხვევაში, წამების განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'allergen' (10.05.2026), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი XLIII. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                allergy - ალერგია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'allergy' (10.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'allergy', ც. მენაბდე, ინგლისური-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება, 1983, გვ. 18
                                                                                                                                                                                                „ალერგია“, ი. ლაჩაშვილი, მოკლე ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: განათლება, 1977, გვ. 19

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ორგანიზმის შეცვლილი მგრძნობელობა ამა თუ იმ ნივთიერების, ე.წ. ალერგენის მიმართ.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                „ალერგია“, ნ. ტატიშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1975, ტ. 1, გვ. 289

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                კვებითი ალერგია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც მსოფლიოში დაახლოებით 250 მილიონ ადამიანს აწუხებს.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                ალერგია და იმუნოლოგია“ (10.05.2026), medicanainternational.com

                                                                                                                                                                                                alloantibody - ალოანტისხეული

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'alloantibody' (10.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ალოანტიგენით / იმავე სახეობის სხვა ინდივიდის ანტიგენით იმუნიზაციის საპასუხოდ გამომუშავებული ანტისხეული.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'alloantibody' (10.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 374 ტერმინი