arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                marmot - ვირზაზუნა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'marmot' (04.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'marmot', ც. მენაბდე, ინგლისურ-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება, 1983, გვ. 134

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ციყვისებრთა ოჯახის (Sciuridae fam.) მღრღნელების გვარი Marmota gen. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ამერიკასა და ევრაზიაში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'marmot' (04.06.2026), Encyclopedia Britannica. Chicago: Encyclopaedia Britannica, Inc.

                                                                                                                                                                                                marsupial - ჩანთოსანი ცხოველი, ჩანთოსანი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'marsupial I' (04.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'marsupial', ც. მენაბდე, ინგლისურ-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება, 1983, გვ. 134

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ძუძუმწოვარი ცხოველი, რომელსაც არ აქვს ნამდვილი პლაცენტა და ნაშიერი განვითარების გარკვეულ სტადიას გადის დედის მუცელზე არსებულ ჩანთაში (კენგურუები, კოალები, ვომბატები, ოპოსუმები).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'marsupial' (04.06.2026), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

                                                                                                                                                                                                Marsupialia - ჩანთოსნები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Marsupialia' (04.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ჩანთოსნები', ა. ჯანაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 11, 1987, გვ. 80

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ძუძუმწოვრების კლასის (Mammalia cls.) ცხოველთა ინფრაკლასი Marsupialia infcls. მათი დამახასიათებელი ნიშანია განუვითარებელი ნაშიერის დაბადება, რომელიც ჩამოყალიბებას დედის ჩანთაში ასრულებს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'marsupial' (04.06.2026), Encyclopedia Britannica. Chicago: Encyclopaedia Britannica, Inc.

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                marsupials

                                                                                                                                                                                                marsupial - ჩანთოსანი

                                                                                                                                                                                                ზედსართავი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'marsupial II' (04.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ჩანთის მქონე (ითქმის ძუძუმწოვარი ცხოველის შესახებ).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'marsupial II' (04.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ავსტრალიის ეკოლოგიურ ნიშას ჩანთოსანი ძუძუმწოვრები ავსებენ, დანარჩენი კონტინენტების ეკოლოგიურ ნიშებს კი პლაცენტური ძუძუმწოვრები.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ჩანთოსანი' (04.06.2026), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი XXVI. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                marsupium - ჩანთა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'marsupium' (04.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                კანის ნაკეცით წარმოქმნილი ტომარა ჩანთოსანი ცხოველების ტანზე, სადაც მდებარეობს სარძევე ჯირკვლები.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'marsupium' (04.06.2026), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                pouch
                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 7234 ტერმინი