arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                lion - ლომი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'lion' (04.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ლომი', რ. ავალიანი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 6, 1983, გვ. 285
                                                                                                                                                                                                'lion', ც. მენაბდე, ინგლისურ-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება, 1983, გვ. 127

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                კატისებრთა ოჯახის (Felidae fam.) მტაცებელი ძუძუმწოვარი Panthera leo. გავრცელებულია აფრიკაში, მცირე პოპულაცია შემორჩენილია ინდოეთშიც.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'lion' (04.06.2026), R. W. Kays, Encyclopedia Britannica. Chicago: Encyclopaedia Britannica, Inc.

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ტერმინი მტაცებლობა, როგორც წესი, ასოცირდება ისეთ შემთხვევებთან, როგორიცაა მაგალითად ლომის მიერ ანტილოპაზე თავდასხმა, სინამდვილეში იგი ეხება ისეთი ფართო მასშტაბის ურთიერთობებს, როგორიცაა საერთოდ ყველა ტიპის მსხვერპლზე ნადირობა.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ლომი' (04.06.2026), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი LIII. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                intrinsic - შიგნითა

                                                                                                                                                                                                ზედსართავი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'intrinsic' (07.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ორგანოს შიგნით მდებარე ან მხოლოდ ერთ ორგანოს რომ ეკუთვნის.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'intrinsic' (07.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                intrinsic muscle შიგნითა კუნთი (რომლის მიმაგრების ადგილებიც ერთ ორგანოზე მდებარეობს).

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'intrinsic' (07.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                llama - ლამა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'llama' (04.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ლამა', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 6, 1983, გვ. 114
                                                                                                                                                                                                'llama', ც. მენაბდე, ინგლისურ-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება, 1983, გვ. 127

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                აქლემისებრთა ოჯახის (Camelidae fam.) წყვილჩლიქოსანი ცხოველთა გვარი Lama gen. მოიცავს ორ სახეობას: ველური ჰუანაკო (Lama guanicoe) და მისი მოშინაურებული ფორმა ჩვეულებრივი ლამა (Lama glama).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'ლამა', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 6, 1983, გვ. 114

                                                                                                                                                                                                intrinsic - ინტეგრალური

                                                                                                                                                                                                ზედსართავი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'intrinsic' (07.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ბიოლოგიური მემბრანის ორივე შრეში ჩაშენებული (ითქმის ცილის შესახებ).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'intrinsic' (07.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                ion channel - იონური არხი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ion channel' (07.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ფოროვანი / ფორის წარმომქმნელი ტრანსმემბრანული ცილა ან ცილათა კომპლექსი, რომლითაც ხორციელდება სპეციფიკური იონების მიმოცვლა უჯრედის / ორგანელის მემბრანის შიგნითა და გარეთა ზედაპირებს შორის.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'ion channel' (07.06.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ციტოპლაზმაში სიგნალმა შეიძლება გამოიწვიოს მაგალითად, პლაზმური მემბრანის იონური არხის გახსნა ან ჩაკეტვა, ან კიდევ სხვადასხვა სახის მეტაბოლური ცვლილება.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ion channel' (07.06.2026), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი XI. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი
                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 7224 ტერმინი