arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                field vole - ნახნავის მემინდვრია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'field vole' (28.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ზაზუნასებრთა ოჯახის (Cricetidae fam.) ძუძუმწოვარი ცხოველი Microtus agrestis. გავრცელებულია ევრაზიაში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Field Vole' (28.05.2026), The IUCN Red List of Threatened Species. Cambridge: International Union for Conservation of Nature

                                                                                                                                                                                                fin whale - ფინვალი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'fin whale' (28.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ფინვალი', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 10, 1986, გვ. 325

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ზოლიან ვეშაპისებრთა ოჯახის (Balaenopteridae fam.) ზღვის ძუძუმწოვარი ცხოველი Balaenoptera physalus.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'fin whale' (28.05.2026), Encyclopedia Britannica. Chicago: Encyclopaedia Britannica, Inc.

                                                                                                                                                                                                fishing cat - მეთევზე კატა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'fishing cat' (28.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                კატისებრთა ოჯახის (Felidae fam.) მტაცებელი ძუძუმწოვარი Prionailurus viverrinus. გავრცელებულია ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'fishing cat' (28.05.2026), Encyclopedia Britannica. Chicago: Encyclopaedia Britannica, Inc.

                                                                                                                                                                                                fissiped - გაყოფილთითებიანი

                                                                                                                                                                                                ზედსართავი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'fissiped' (28.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                გაყოფილი (შეუერთებელი) თითების მქონე (ითქმის ხმელეთის მტაცებელი ძუძუმწოვრების შესახებ).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'fissiped' (28.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                Fissipedia - გაყოფილთითებიანები, ხმელეთის მტაცებლები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Fissipedia' (28.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მოძველებული კლასიფიკაციის მიხედვით, კატების, ძაღლების, დათვებისა და ა.შ. მტაცებელთა გამაერთიანებელი ქვერიგი Fissipedia subord.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'Fissipedia' (28.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 7218 ტერმინი