arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • გენეტიკა

                                                                                                                                                                                                genotype - გენოტიპი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'genotype' (20.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'genotype', მენაბდე ც., ინგლისური-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, მეცნიერება, თბილისი, 1983, გვ. 69
                                                                                                                                                                                                'გენოტიპი', ლაჩაშვილი ი., მოკლე ბიოლოგიური ლექსიკონი, „განათლება“, თბილისი, 1977, გვ. 73

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ორგანიზმის ან უჯრედის გენეტიკური კონსტიტუცია, განსხვავებით მისი ფიზიკური მახასიათებლებისგან / ფენოტიპისგან.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'genotype' (20.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ზოგიერთი ნიშნისთვის, მაგალითად სისხლის ჯგუფების სისტემისთვის, რეაქციის ნორმა საკმაოდ შეზღუდულია, ანუ მოცემული გენოტიპი ზუსტად განსაზღვრავს ძალიან სპეციფიკურ ფენოტიპს.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'genotype' (20.06.2025), კემპბელი ნ., ბიოლოგია, თავი XIV, 2007, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                genotype frequency - გენოტიპის სიხშირე

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'genotype frequency' (20.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                პოპულაციაში ამა თუ იმ გენოტიპის მქონე ინდივიდთა ხვედრითი წილი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'genotype frequency' (20.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                კორეის პოპულაციაში არტერიული თრომბოზების მქონე პაციენტებში TT გენოტიპის სიხშირემ 26% შეადგინა, ხოლო 18% საკონტროლო ჯგუფში.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'არტერიული თრომბოზების გენეტიკური ასპექტები ...' (20.06.2025), გარაყანიძე ს., ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი, 2019, გვ.40

                                                                                                                                                                                                germinal mutation - ჩანასახოვანი მუტაცია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'germinal mutation(20.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                გენეტიკური ცვლილება ჩანასახოვან უჯრედებში, რომელთაგანაც მეიოზის გზით გამეტები ვითარდება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'germinal mutation(20.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                TP53-ს ჩანასახოვანი მუტაცია ლი-ფრაუმენის სინდრომის საფუძველია.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'სიმსივნეების მოლეკულური პათოლოგია' (20.06.2025), ხარაიშვილი გ., დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისი, 2023, გვ.30, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

                                                                                                                                                                                                germ plasm - ჩანასახოვანი პლაზმა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'germ plasm აგრ. germplasm' (20.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ჩანასახოვანი პლაზმა', ლაჩაშვილი ი., მოკლე ბიოლოგიური ლექსიკონი, „განათლება“, თბილისი, 1977, გვ. 380

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ორგანიზმის მიერ შთამომავლობისთვის ჩანასახოვანი ხაზის უჯრედების მეშვეობით გადაცემული მემკვიდრული მასალის ერთობლიობა; უპირატ. ა. ვაისმანის თეორიის ფარგლებში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'germ plasm აგრ. germplasm' (20.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ა. ვეისმანის მოძღვრების თანახმად, ცოცხალი ოოგანიზმი “შედგება ორი ნაწილისაგან: უკვდავი და უცვლელი „მემკვიდრეობითი პლაზმისაგან“ (ჩანასახოვანი პლაზმა), ანუ იდიოპლაზმისაგან, რომელიც სასქესო უჯრედებში იმყოფება, და მკვდომი და ცვალებადი სხეულისაგან, ანუ სომისაგან, რომელიც წარმოადგენს მემკვიდრეობითი პლაზმის შესანახს (ფუტლიარს) და საკვებს.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ემბრიოლოგიის საფუძვლები' (20.06.2025), საყვარელიძე ს., "საქმედგამი", თბილისი, 1957, გვ.14, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                germplasm

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                globin genes - გლობინის გენები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'globin genes' (20.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                სხვადასხვა გლობინური ცილების მაკოდირებელი გენები.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'globin genes' (20.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ღვიძლის უჯრედების დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ 9 თაგვში, თითო უჯრედზე მოდიოდა β -გლობინის გენის 1-დან 20-მდე ასლი.
                                                                                                                                                                                                 

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ბიოტექნოლოგიის კვლევის თანამედროვე მეთოდები და აპარატურა' (20.06.2025), ძნელაძე დ., თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 2011, გვ. 92, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 651 ტერმინი