arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • გენეტიკა

                                                                                                                                                                                                genetic screening - გენეტიკური სკრინინგი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'genetic screening' (18.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                1. ინდივიდის გენეტიკური მასალის ანალიზი ამა თუ იმ ასაკობრივ, ეთნიკურ და ა.შ. ჯგუფში გავრცელებული დაავადების გამომწვევი გენის არსებობაზე;
                                                                                                                                                                                                2. ამა თუ იმ ნიშნით შერჩეულ ადამიანთა ჯგუფის გამოკვლევა გენეტიკური დეფექტების ან გენეტიკური დაავადებების მაღალი რისკის მქონე ინდივიდთა გამოვლენის მიზნით.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'genetic screening' (18.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                გენეტიკური სკრინინგი გამოიყენება იმისთვის, რომ შეფასდეს, აქვს თუ არა წყვილს თანდაყოლილი გენეტიკური პათოლოგიების მქონე ბავშვის არსებობის გაზრდილი რისკი.
                                                                                                                                                                                                დღეისთვის გენეტიკური კვლევები მეტად მნიშვნელოვანია, როგორც ზოგიერთი დაავადების რისკის შეფასების (გენეტიკური სკრინინგი) ასევე დიაგნოსტიკის მიზნით.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'გენეტიკური ტესტირება / სკრინინგი' (18.06.2025), მკურნალი.გე
                                                                                                                                                                                                'გენეტიკური კვლევები' (18.06.2025), ვივო მედიქალ

                                                                                                                                                                                                genetic testing - გენეტიკური გამოკვლევა, გენეტიკური ტესტირება

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'genetic testing' (18.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'genetic testing' (18.06.2025), ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ინდივიდის ან ემბრიონის გენეტიკური მასალის ანალიზი ამა თუ იმ მემკვიდრეობითი დაავადების გამომწვევი გენის არსებობაზე; ხშირად აგრეთვე ტარდება ნათესაური კავშირების დადგენის, ზოგადი გენეტიკური დეფექტების, მუტაციების, რისამე ნიჭის და ა.შ. გამოვლენის მიზნით.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'genetic testing' (18.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა (PGD) – არის მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა ემბრიონის გენეტიკური გამოკვლევის ჩატარებას ხელოვნური განაყოფიერების (IVF) პროცედურამდე. 
                                                                                                                                                                                                დიაგნოსტიკური და პროგნოზული გენეტიკური ტესტირება ფართოდაა ხელმისაწვდომი.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა' (18.06.2025), birthbatumi.com
                                                                                                                                                                                                'genetic testing' (18.06.2025), გელდერი მ., ჰარისონი პ., ქოუენი ფ., ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში, თავი 12, შიზოფრენია, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                genetic screening

                                                                                                                                                                                                genetic system - გენეტიკური სისტემა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'genetic system' (18.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                გენეტიკური მასალის / მემკვიდრული ინფორმაციის გადაცემის მექანიზმები, დამახასიათებელი ამა თუ იმ სახეობისათვის.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'genetic system' (18.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                genetic variation - გენეტიკური ცვალებადობა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'genetic variation' (18.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'variation', მენაბდე ც., ინგლისური-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, მეცნიერება, თბილისი, 1983, გვ. 255

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                გენეტიკური ფაქტორებით განპირობებული მემკვიდრეობითი ცვალებადობა პოპულაციაში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'genetic variation' (18.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                მეიოზის მსვლელობისას წარმოქმნილ გენეტიკურ ცვალებადობას განაყოფიერების შემთხვევითობაც ემატება.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'genetic variation' (18.06.2025), კემპბელი ნ., ბიოლოგია, თავი XIII, 2007, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                genic balance - გენური ბალანსი, გენების ბალანსი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'genic balance' (18.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                სქესის განსაზღვრის მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ინდივიდის სქესი დამოკიდებულია X-ქრომოსომების რაოდენობის შეფარდებაზე ავტოსომების კომპლექტების რაოდენობასთან.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'genic balance' (18.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 1169 ტერმინი