arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                Ateles - კოატა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Ateles' (21.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ობობასებრი მაიმუნების ოჯახის (Atelidae fam.) ძუძუმწოვართა გვარი Ateles gen. გავრცელებული არიან სამხრეთ მექსიკიდან ბრაზილიამდე.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'spider monkey' (01.05.2026), Encyclopedia Britannica. Chicago: Encyclopaedia Britannica, Inc.

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                spider monkey

                                                                                                                                                                                                Atelidae - ობობასებრი მაიმუნები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Atelidae' (21.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                პრიმატების რიგის (Primates ord.) მაიმუნების ოჯახი Atelidae fam. გავრცელებული არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Atelidae ' (21.05.2026), A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                spider monkeys

                                                                                                                                                                                                aurochs - ტური, პირველყოფილი ძროხა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'aurochs' (21.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ტური', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 8, 1984, გვ. 78-79

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ძროხისებრთა ოჯახის (Bovidae fam.) წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი Bos primigenius. შინაური ძროხის სავარაუდო წინაპარი. უკანასკნელი ინდივიდი მოკლეს 1627 წელს პოლონეთში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'aurochs' (21.05.2026), Encyclopedia Britannica. Chicago: Encyclopaedia Britannica, Inc.

                                                                                                                                                                                                axis deer - აქსისი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'axis²' (21.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'აქსისი', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 2, 1977, გვ. 40

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ირმისებრთა ოჯახის (Cervidae fam.) წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი Cervus axis. გავრცელებულია ინდოეთისა და შრი-ლანკის ტყეებსა და ველებზე.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'chital' (21.05.2026), Encyclopedia Britannica. Chicago: Encyclopaedia Britannica, Inc.

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                axis, chital

                                                                                                                                                                                                aye-aye - მადაგასკარული ხელფეხა, აი-აი, აიე-იე

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'aye-aye' (21.05.2026), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ხელფეხა', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 11, 1987, გვ. 468

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ხელფეხასებრთა ოჯახის (Daubentoniidae fam.) პრიმატი Daubentonia madagascariensis. გავრცელებულია მადაგასკარის ტროპიკულ ტყეებში. გამოირჩევა ხელის მტევნის განსაკუთრებით აგებულებით, განსაკუთრებით კი უჩვეულოდ გრძელი მესამე თითით.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'aye-aye' (21.05.2026), Encyclopedia Britannica. Chicago: Encyclopaedia Britannica, Inc.
                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 8320 ტერმინი