arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                combat drone - საბრძოლო დრონი / უპილოტო საჰაერო აპარატი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მრავალჯერადი გამოყენების უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც აღჭურვილია ბორტზე არსებული შეიარაღებით (მართვადი რაკეტები, ბომბები) და გამოიყენება საჰაერო დაბომბვების, სახმელეთო/საზღვაო სამიზნეების წერტილოვანი განადგურებისა და ოპერატიული ლიკვიდაციისთვის.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'combat drone' (14.05.2026), Wiktionary

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ აშშ-ის დრონი ირანული საბრძოლო დრონების გაუმჯობესებული ვერსიაა.

                                                                                                                                                                                                drone boat - უპილოტო კატარღა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                დისტანციურად მართვადი საზღვაო ხომალდი, რომელიც ფუნქციონირებს წყლის ზედაპირზე ბორტზე პერსონალის ფიზიკური ყოფნის გარეშე და აღჭურვილია სპეციალიზებული ტექნიკური საშუალებებით სადაზვერვო, საპატრულო ან დამრტყმელი ამოცანების შესასრულებლად.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'The Rise of the Drone Boats' (14.05.2026), J. Keller, Wired

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინული უპილოტო კატარღები თავს დაესხნენ რუსულ სადაზვერვო ხომალდს „ივან ხურსს“, ბოსფორიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 140 კილომეტრში.

                                                                                                                                                                                                drone operator - დრონის ოპერატორი, უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატორი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'დრონების რბოლა. უპილოტო თვითმფრინავების როლი რუსეთ-უკრაინის ომში' (14.05.2026), ვ. ბარიშნიკოვი, ე. ლეგალოვი, კ. ლიკლიკაძე, რადიო თავისუფლება

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                სპეციალიზებული მომზადების მქონე სამხედრო მოსამსახურე, რომელიც მართვის პუნქტიდან ახორციელებს უპილოტო საფრენი აპარატის დისტანციურ კონტროლს, ნავიგაციას, ბორტზე არსებული სენსორების მართვასა და საბრძოლო/სადაზვერვო დავალების შესრულებას რეალურ დროში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Drone operators & pilots' (14.05.2026), European Union Aviation Safety Agency

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                თავდაცვის ნორმალურად ფუნქციონირება მხოლოდ დრონების ოპერატორებისა და ქვეითების ერთობლივი მუშაობით არის შესაძლებელი, და არ შეიძლება დრონებით სრულად იქნეს ნიველირებული უკრაინის არმიაში ცოცხალი ძალის მხრივ არსებული ნაკლოვანება.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'დრონების რბოლა. უპილოტო თვითმფრინავების როლი რუსეთ-უკრაინის ომში' (14.05.2026), ვ. ბარიშნიკოვი, ე. ლეგალოვი, კ. ლიკლიკაძე, რადიო თავისუფლება

                                                                                                                                                                                                Lancet, Lancet drone - "ლანცეტი", "ლანცეტის" ტიპის დრონი / უპილოტო საფრენი აპარატი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'რუსული "ლანცეტი" უკრაინელების დიდ პრობლემად გადაიქცა' (14.05.2026), ი. ალადაშვილი, კვირის პალიტრა

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                რუსული წარმოების ბარაჟირებადი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც აღჭურვილია ოპტიკურ-ელექტრონული მართვის სისტემით, ინტეგრირებული საბრძოლო ქობინით და განკუთვნილია მაღალი სიზუსტის წერტილოვანი დარტყმების განსახორციელებლად სამიზნის აღმოჩენის, თვალთვალისა და მასთან თვითგანადგურების პრინციპით შეჯახების გზით.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Lancet Loitering Munition System, Russia' (14.05.2026), T. Saha, Army Technology

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ლანცეტი ქირურგიული ორპირა დანაა, რომელიც ოპერაციების დროს გამოიყენება, მაგრამ სწორედ "ლანცეტი" დაარქვეს რუსმა კონსტრუქტორებმა ბარაჟირებად, დისტანციურად მართვად კამიკაძე დრონს, რომელსაც ბოლო თვეებში ძალზე ინტენსიურად იყენებენ რუსი ოკუპანტები უკრაინული სამხედრო ტექნიკის წინააღმდეგ.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'რუსული "ლანცეტი" უკრაინელების დიდ პრობლემად გადაიქცა' (14.05.2026), ი. ალადაშვილი, კვირის პალიტრა

                                                                                                                                                                                                swarm drone - დრონების ხროვა, დრონების ჯგუფი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                უპილოტო საფრენი აპარატების ჯგუფი, რომელიც მოქმედებს კოორდინირებულად საერთო ამოცანის შესასრულებლად.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Defining Swarm' (14.05.2026), R. E. Price, Army University Press

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                უკრაინის არმია იყენებს დიდი რაოდენობით დრონების ხროვებს, როგორც მოწინააღმდეგის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების გამოსავლენად ასევე შეტევების განსახორციელბელად.
                                                                                                                                                                                                დრონების ჯგუფის შეტევა უნდა განხორციელდეს აუცილებლად 3 კმ სიმაღლეზე მაღლა ფრენისას,რათა საზენიტო არტილერია - მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები და მცირეკალიბრიანი ქვემეხები ვერ მისწვდნენ მათ.

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                drone swarm, swarm of drones
                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 8320 ტერმინი