arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • მიკრობიოლოგია

                                                                                                                                                                                                coordinate regulation - კოორდინირებული რეგულაცია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'coordinate regulation' (19.05.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                რეგულაცია, რომლის დროსაც ერთსა და იმავე პროკარიოტულ ოპერონში შემავალი ყველა გენის ექსპრესია ან ერთდროულად მიმდინარეობს, ან ერთდროულად არის დათრგუნვილი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'coordinate regulation' (19.05.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ითვლება, რომ ევკარიოტულ უჯრედებში კლასტერის გენების კოორდინირებული რეგულაცია მოიცავს ქრომატინის სტრუქტურის ცვლილებებს, რის შედეგად გენთა მთელი ჯგუფი ტრანსკრიფციისთვის ან ხელმისაწვდომია, ან მიუღწეველია.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'coordinate regulation' (19.05.2025), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი XIX. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                generalized transduction - ზოგადი ტრანსდუქცია, გენერალიზებული ტრანსდუქცია, არასპეციფიკური ტრანსდუქცია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'generalized transduction' (15.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                 

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ტრანსდუქცია, რომლის დროსაც ბაქტერიოფაგი მასპინძელი ქრომოსომის სხვადასხვა მონაკვეთში შეიძლება ინტეგრირდეს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'generalized transduction' (15.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ბაქტერიული ტრანსფორმაციის, გენერალიზებული ტრანსდუქციისა და კონიუგაციის (ასევე მეიოზის დროს, ევკარიოტებში) პროცესში, რეკომბინაცია ხდება დნმ-ის ჰომოლოგიურ უბნებს შორის ... .

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'generalized transduction' (15.06.2025), ნ.კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი XVIII. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                specialized transduction - სპეციფიკური ტრანსდუქცია, შეზღუდული ტრანსდუქცია, სპეციალიზებული ტრანსდუქცია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'specialized transduction' (15.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'specialized transduction' (15.06.2025), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი XVIII. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ​​​​​​​ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ტრანსდუქცია, რომლის დროსაც ფაგი მასპინძელი ქრომოსომის მხოლოდ ერთ მონაკვეთში ინტეგრირდება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'specialized transduction' (15.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ზომიერი ფაგები, რომელთაც შეუძლიათ თავისი გენომის ინტეგრირება პროფაგის სახით ბაქტერიულ ქრომოსომაში, ახორციელებენ სპეციალიზებულ ტრანსდუქციას.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'specialized transduction' (15.06.2025), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი XVIII. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ​​​​​​​​​​​​​​ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                genomic exclusion - გენომური გამორიცხვა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'genomic exclusion' (19.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ანომალიური კონიუგაციის ფორმა ინფუზორიებში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'genomic exclusion' (19.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                transformation - ტრანსფორმაცია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'transformation' (03.08.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                იზოლირებული დნმ-ის მეშვეობით გენეტიკური ინფორმაციის გადატანის გზით გამოწვეული გენეტიკური მოდიფიკაცია უპირატესად ბაქტერიულ უჯრედში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'transformation' (03.08.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ცხოველური უჯრედების ტრანსფორმაციას ძირითადად რეტროვირუსების მეშვეობით ან დნმ-ის ლიპოსომებში შეფუთვის გზით ახდენენ.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                დ. ძნელაძე, ბიოტექნოლოგიის კვლევის თანამედროვე მეთოდები და აპარატურა. თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2011, გვ. 89

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 14 ტერმინი