co-dominant - კოდომინანტური, თანადომინანტური
ზედსართავი სახელი
ტერმინის წყარო:
'co-dominant' (16.05.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
განმარტება:
ითქმის ალელების შესახებ, რომლებიც ერთად მჟღავნდებიან ჰეტეროზიგოტაში და არც ერთი მათგანი არ დომინირებს მეორეზე.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'კოდომინანტური ალელები' (13.11.2025), გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები. თბილისი: მერიდიანი, 2011
კონტექსტი:
მაგალითად, ადამიანში MN სისხლის ჯგუფი დეტერმინირებულია კოდომინანტური ალელებით, რომლებიც განსაზღვრავენ ერითროციტების ზედაპირზე ორი სპეციფიკური მოლეკულის არსებობას.
კონტექსტის წყარო:
'codominant' (16.05.2025), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი XIV. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი