coding strand - მაკოდირებელი ძაფი, არატრანსკრიბირებადი ძაფი, მაკოდირებელი ჯაჭვი, არატრანსკრიბირებადი ჯაჭვი
ტერმინის წყარო:
'coding strand' (28.04.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'coding strand' (28.04.2025), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი XVII. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი
განმარტება:
დნმ-ის ორჯაჭვიანი მოლეკულის ერთ-ერთი ჯაჭვი, რომელშიც ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა იდენტურია მეორე, ანტიპარალელური ჯაჭვის დნმ-ის იმავე უბნის ტრანსკრიფციის შედეგად წარმოქმნილი მ-რნმ-ის ნუკლეოტიდების თანმიმდევრობისა.
განმარტების წყარო:
'coding strand' (28.04.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
კონტექსტი:
ამ მიზეზით, დნმ-ის არასაყალიბო ჯაჭვს ხანდახან „მაკოდირებელ ჯაჭვს“ უწოდებენ.
კონტექსტის წყარო:
'coding strand' (28.04.2025), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი XVII. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი