date of approval of the financial statements - ფინანსური ანგარიშგების დამტკიცების თარიღი

არსებითი სახელი

ტერმინის წყარო:

'date of approval of the financial statements' (28.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020 

განმარტება:

თარიღი, როდესაც სათანადო უფლებამოსილების მქონე პირები ადასტურებენ, რომ მომზადებულია სუბიექტის ფინანსური ანგარიშგების შემადგენელი ყველა ანგარიში, შესაბამისი განმარტებითი შენიშვნების ჩათვლით და პასუხისმგებლობას იღებენ ამ ფინანსურ ანგარიშგებაზე. 

განმარტების წყარო:

'ფინანსური ანგარიშგების დამტკიცების თარიღი' (28.04.2025), აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 54 

კონტექსტი:

გარკვეულ იურისდიქციებში, საფონდო ბირჟაზე კოტირებული სუბიექტების შემთხვევაში, შეიძლება აუცილებელი იყოს, რომ მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელმა პირებმა აუდიტორის წერილობითი შეტყობინება მიიღონ ფინანსური ანგარიშგების დამტკიცების თარიღამდე, რათა შეასრულონ შიდა კონტროლთან დაკავშირებული კონკრეტული ვალდებულებები მარეგულირებელი ან სხვა მიზნებისთვის.

კონტექსტის წყარო:

აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 265, მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელი პირებისა და ხელმძღვანელობის ინფორმირება შიდა კონტროლის ნაკლოვანებების შესახებ, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 388

უკან დაბრუნება