Bayraktar TB2, Bayraktar TB2 drone - „ბაირაქტარ“ ტბ2, „ბაირაქტარ“ ტბ2-ის ტიპის დრონი
ტერმინის წყარო:
'თურქული დრონები უკრაინაში ომის მსვლელობას ცვლიან' (13.05.2026), ს. კილაძე, კვირის პალიტრა
განმარტება:
საშუალო სიმაღლეზე ფრენის დიდი ხანგრძლივობის მქონე დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ხასიათდება ორკუდიანი კონსტრუქციით, შიგაწვის ძრავითა და მწეველი პროპელერით, აღჭურვილია დაზვერვის, დაკვირვების, მიზანჩვენების ავტონომიური სისტემებით და გააჩნია მაღალი სიზუსტის მართვადი საავიაციო საბრძოლო მასალის გამოყენების შესაძლებლობა.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Bayraktar TB2' (13.05.2026), Baykar Technology
კონტექსტი:
დღეისათვის თურქეთის არმიას, დაახლოებით, 140 „ბაირაქტარი“ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თავისი შესაძლებლობებით ბევრად აღემატება დიდ ბრიტანეთს, რომლის დრონების ავიაპარკი მხოლოდ ათიოდე ამერიკული წარმოების Reaper-ის ტიპის უპილოტო აპარატს ითვლის.
კონტექსტის წყარო:
'თურქული დრონები უკრაინაში ომის მსვლელობას ცვლიან' (13.05.2026), ს. კილაძე, კვირის პალიტრა