comparative financial statements - შესადარისი ფინანსური ანგარიშგება
ტერმინის წყარო:
'comparative financial statements' (24.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020
განმარტება:
შესადარისი ინფორმაცია, სადაც წინა პერიოდის თანხები და სხვა განმარტებები ასახულია მიმდინარე პერიოდის ფინანსურ ანგარიშგებასთან შედარების მიზნით, მაგრამ თუ მათი აუდიტი ჩატარებულია, მინიშნებულია აუდიტორის მოსაზრებაში.
განმარტების წყარო:
'შესადარისი ფინანსური ანგარიშგება', აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 58
კონტექსტი:
თუ წარდგენილია შესადარისი ფინანსური ანგარიშგება, აუდიტორის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს ყველა ის პერიოდი, რომელსაც მოიცავს ფინანსური ანგარიშგება და რომელზეც აუდიტორი გამოთქვამს მოსაზრებას.
კონტექსტის წყარო:
აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 710, შესადარისი ინფორმაცია - შესაბამისი ციფრები და შესადარისი ფინანსური ანგარიშგება (24.04.2025). თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 1270