pervasive - ყოვლისმომცველი

ზედსართავი სახელი

ტერმინის წყარო:

'pervasive' (23.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

განმარტება:

ტერმინი, რომელიც გამოიყენება უზუსტობების კონტექსტში, ფინანსურ ანგარიშგებაზე უზუსტობების გავლენის აღწერისათვის ან ფინანსურ ანგარიშგებაზე იმ უზუსტობების შესაძლო გავლენის
აღწერისათვის, თუ ასეთი არსებობს, რომელთა აღმოჩენა ვერ მოხერხდა საკმარისი და შესაფერისი აუდიტის მტკიცებულებების მოპოვების შეუძლებლობის გამო.

განმარტების წყარო:

'ყოვლისმომცველი' (23.04.2025) აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 56

კონტექსტი:

ისეთმა ნაკლოვანებებმა, როგორიცაა, ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობა, ან ის ფაქტი, რომ არ ხორციელდება ზედამხედველობა ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესზე, შეიძლება უფრო ყოვლისმომცველი გავლენა იქონიოს ფინანსურ ანგარიშგებაზე და მოითხოვოს აუდიტორის მხრიდან საერთო ხასიათის საპასუხო ქმედებების გატარება.

კონტექსტის წყარო:

აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო. ასს 315 (გადასინჯული), არსებითი უზუსტობის რისკების გამოვლენა და შეფასება, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 475

უკან დაბრუნება