brown rat - რუხი ვირთაგვა

არსებითი სახელი

ტერმინის წყარო:

'ვირთაგვა', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 4, 1979, გვ. 417
'rat' (16.02.2024), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

განმარტება:

თაგვისებრთა ოჯახის (Muridae fam.) მღრღნელი Rattus norvegicus. გავრცელებულია ყველა კონტინენტზე, ანტარქტიდის გარდა. ცხოვრობს ადამიანის სამოსახლოში. უმეტესად მავნებელი ცხოველია, თუმცა იყენებენ ლაბორატორიებში და ზოგჯერ იშინაურებენ კიდეც.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'brown rat' (21.06.2026), E. Kendall, A. T. Smith, Encyclopedia Britannica. Chicago: Encyclopaedia Britannica, Inc.

კონტექსტი:

 რუხი ვირთაგვა (R. norvegicus), ნამდვილი სინანთროპია და ადამიანის მიერ უნებურადაა განსახლებული მთელ მსოფლიოში.

კონტექსტის წყარო:

'ვირთაგვა', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 4, 1979, გვ. 417

ინგლისური სინონიმები:

  • Norway rat
უკან დაბრუნება