listed entity - კოტირებული სუბიექტი

არსებითი სახელი

ტერმინის წყარო:

'listed entity' (20.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

განმარტება:

სუბიექტი, რომლის აქციები, ან სავალო ფასიანი ქაღალდები კოტირებული ან დაშვებულია საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში ოფიციალურ საფონდო ბირჟაზე, ან იყიდება ოფიციალური საფონდო ბირჟის ან სხვა ანალოგიური ორგანოს მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად.

განმარტების წყარო:

'კოტირებული სუბიექტი' (20.04.2025), აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 35

კონტექსტი:

გამოვლენილი ნაკლოვანების გამომწვევი მიზეზ(ებ)ის შესასწავლად განკუთვნილი ფირმის პროცედურები შესაძლოა უფრო მკაცრი იყოს ისეთი გარემოებებისთვის, როდესაც საფონდო ბირჟაზე კოტირებული სუბიექტის ფინანსური ანგარიშგების აუდიტთან დაკავშირებით გაცემული დასკვნა არ აღმოჩნდება ადეკვატური ან გამოვლენილი ნაკლოვანება დაკავშირებულია ხარისხთან მიმართებით ფირმის ხელმძღვანელობის ქმედებებთან ან ქცევასთან.

კონტექსტის წყარო:

აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო. ხმსს 1, ხარისხის მართვა ფირმებისთვის, რომლებიც ასრულებენ ფინანსური ანგარიშგების აუდიტს, ან მიმოხილვას, ან სხვა სახის მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების გარიგებებს, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 2027

უკან დაბრუნება