educational resources - საგანმანათლებლო რესურსი
ტერმინის წყარო:
'საგანმანათლებლო რესურსი', (17.04.2025), საქართველოს მთავრობის დადგენილება №488 ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები, დანართი 1, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები, მუხლი 2. ტერმინთა განმარტება.
განმარტება:
ყველა ის მასალა, რომელიც გამოიყენება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებისას (მაგ., ქარხნული წესით დამზადებული, თუ ხელნაკეთი სათამაშოები, ბუნებრივი, სამხატვრო და საკანცელარიო, ღია და მეორადი მასალა, ბეჭდური მასალა და ა.შ.).
განმარტების წყარო:
'საგანმანათლებლო რესურსი', (17.04.2025), საქართველოს მთავრობის დადგენილება №488 ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები, დანართი 1, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები, მუხლი 2. ტერმინთა განმარტება.
კონტექსტი:
თითოეულ ბავშვს ყოველდღიურად აქვს საშუალება, აირჩიოს საქმიანობები და გამოსაყენებელი საგანმანათლებლო რესურსი როგორც ჯგუფში, ისე – მის გარეთ.
კონტექსტის წყარო:
საქართველოს მთავრობის დადგენილება №488 ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები, დანართი 1, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები, მუხლი 13. მიმართულება – უსაფრთხოება და დაცულობა.