emissions - ემისიები

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'emissions' (16.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

განმარტება:

სათბურის გაზები, რომლებიც შესაბამის პერიოდში ატმოსფეროში იყო გაფრქვეული ან გაიფრქვეოდა, რომ არ განხორციელებულიყო მათი დაკავება და მშთანთქმელისკენ მიმართვა.

განმარტების წყარო:

'ემისიები', აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 32

კონტექსტი:

საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო არსებითობა ასევე აღნიშნავს აუდიტორის მიერ დადგენილ სიდიდეს (თანხას) ან სიდიდეებს (თანხებს), რომელიც ნაკლებია კონკრეტული ტიპის ემისიების ან განმარტებითი შენიშვნებისათვის დადგენილ არსებითობის დონეზე ან დონეებზე.

კონტექსტის წყარო:

აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, მგსს 3410, მარწმუნებელი გარიგებები სათბურის გაზების ანგარიშის შესახებ (16.04.2025). თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 236

უკან დაბრუნება