vital staining - ვიტალური შეღებვა, ცოცხლად შეღებვა
არსებითი სახელი
ტერმინის წყარო:
'vital staining' (02.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
განმარტება:
ცოცხალი მიკროორგანიზმების შეღებვის მეთოდი არატოქსიკური საღებრებით, რაც მათს სიცოცხლეშივე მათი აგებულებისა და ფუნქციონირების შესწავლის საშუალებას იძლევა.
განმარტების წყარო:
'vital staining' (02.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
კონტექსტი:
მიკრობების ცოცხალ მდგომარეობაში შეღებვა (ვიტალური შეღებვა) ეწოდება ისეთ შეღებვას, როდესაც მიკრობების უჯრედებს ღებავენ ცოცხალ მდგომარეობაში, მიკრობები ცოცხლები რჩებიან შედარებით ხანგრძლივად და არ კარგავენ გამრავლებისა და მოძრაობის უნარს.
კონტექსტის წყარო:
მ. სიდამონ-ერისთავი, ლ. თოფურია, თ. ბუაჩიძე, მიკრობიოლოგია. თბილისი: ტექნიკური უნივერსიტეტი, 2009, გვ. 6