Channichthyidae - თეთრსისხლა წერისებრნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'crocodile icefish' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

განმარტება:

ქორჭილასნაირთა რიგის (Perciformes ord.) ზღვის თევზების ოჯახი Channichthyidae fam. აქვთ შებრტყელებული თავი, გრძელი დინგი, დიდი პირი და თვალები, გრძელი ზურგისა და ანალური ფარფლები. ბევრი სახეობის სისხლი შეიცავს წითელი უჯრედების მცირე რაოდენობას. ბინადრობენ სამხრეთ ატლანტის ოკეანისა და ანტარქტიკის ცივ წყლებში.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Channichthyidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

ინგლისური სინონიმები:

  • crocodile icefish
უკან დაბრუნება