Ariidae - ზღვის ლოქოები

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Ariidae' (18.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

განმარტება:

ლოქოსნაირთა რიგის (Siluriformes ord.) თევზების ოჯახი Ariidae fam. ძირითადად ზღვის ბინადრები არიან, ზოგჯერ შედიან მტკნარ წყალშიც. აქვთ ღრმად ამოკვეთილი კუდის ფარფლი, ცხიმის ფარფლი, შიშველი კანი და ულვაშების 3, ზოგჯერ 2 წყვილი პირის გარშემო. გავრცელებული არიან ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზღვებში მთელ მსოფლიოში. ბევრი სახეობა ქვირითის ინკუბაციას პირის ღრუში ასრულებს.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Ariidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

უკან დაბრუნება