Anarhichadidae - კბილანასებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
ტერმინის წყარო:
'Anarhichadidae' (18.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
განმარტება:
ქორჭილასნაირთა რიგის (Perciformes ord.) ზღვის თევზების ოჯახი Anarhichadidae fam. შებრტყელებული, საკმაოდ წაგრძელებული სხეულის მქონე თევზებია. ზურგის ფარფლი ძალიან გრძელია, მუცლისა არ აქვთ, ყბები და კბილები ძლიერია, რომლებსაც იყენებენ მოლუსკებისა და კიბოსნაირების მაგარი ნიჟარების დასამსხვრევად. ცხოვრობენ ცივ წყლებში.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Anarhichadidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020