arm's length transaction - გაშლილი ხელის მანძილის პრინციპით შესრულებული ოპერაცია

არსებითი სახელი

ტერმინის წყარო:

'arms`s length transaction' (13.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

განმარტება:

ოპერაცია, რომელიც ისეთ ვადებში და ისეთი პირობებით ხორციელდება ერთმანეთთან არადაკავშირებულ დაინტერესებულ მყიდველსა და დაინტერესებულ გამყიდველს შორის, რომ ისინი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოქმედებენ თავიანთი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

განმარტების წყარო:

'„გაშლილი ხელის მანძილის პრინციპით" შესრულებული ოპერაცია' (13.04.2025), აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 27

კონტექსტი:

თუ ხელმძღვანელობა წარმოადგენს მტკიცებას, რომ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული, დაკავშირებულ მხარეთა ოპერაციები განხორციელდა "გაშლილი ხელის მანძილის პრინციპით" შესრულებული ოპერაციების ანალოგიური პირობებით, აუდიტორმა უნდა მოიპოვოს საკმარისი და შესაფერისი აუდიტის მტკიცებულებები, ამ მტკიცებასთან მიმართებაში.

კონტექსტის წყარო:

აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 550, დაკავშირებული მხარეები, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, თბილისი, 2020, გვ. 846

უკან დაბრუნება