Sittidae - ცოციასებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
ტერმინის წყარო:
'Sittidae' (12.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
განმარტება:
ბეღურისნაირთა რიგის (Passeriformes ord.) ფრინველთა ოჯახი Sittidae fam. მასში ერთი გვარია (Sitta). პატარა ფრინველები არიან. უმეტესობის სხეულის ზედა ნაწილი ლურჯ-ნაცრისფერი აქვს. თავი შავია, კუდი მოკლე, ფეხები ძლიერი და გრძელი, ნისკარტი წაწვეტებული. ბინადრობენ ტყეებსა და კლდოვან მხარეებში. ზემოთ-ქვემოთ დაცოცავენ ხეებსა და კლდეებზე. იკვებებიან მწერებით, ობობებით, თესლით. გავრცელებული არიან ევროპაში, აფრიკაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Sittidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020