Turdidae - შაშვისებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
ტერმინის წყარო:
'Turdidae' (12.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'შაშვისებრნი, სამეფო ყანჩა', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 167
განმარტება:
ბეღურასნაირთა რიგის (Passeriformes ord.) ფრინველთა ოჯახი Turdidae fam. პატარა და საშუალო ზომის ფრინველებია. უმეტესობა ყავისფერი, ნაცრისფერი, შავი, ლურჯი ან თეთრია. მეხეურები ან მიწაზე ბინადარნი არიან. ბინადრობენ ტყეებში, ღია ადგილებში, უდაბნოებსა და კულტივირებულ მიწებზე. იკვებებიან ცხოველური და მცენარეული საკვებით. გავრცელებული არიან მსოფლიოს მასშტაბით.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Turdidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020
ინგლისური სინონიმები:
- shortwings,
- thrushes