Pteroclididae - გვრიტჩიტასებრნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'გვრიტჩიტასებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 110

განმარტება:

გვრიტჩიტასნაირთა რიგის (Pteroclidiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Pteroclididae fam. საშუალო ზომის ფრინველებია. სხეულის ზედა ნაწილი ყავისფერი, რუხი, ზოლებიანი, ლაქებიანი, წინწკლებიანია, ქვედა – ყვითელი, წაბლისფერი, თეთრი, შავი. აქვთ მოკლე, კონუსისებრი ნისკარტი, მოკლე კისერი, გრძელი, წამახვილებული ფრთები და საშუალო ან გრძელი ბოლო. ფეხები მოკლე და შებუმბვლილია. მიწის ფრინველები არიან. ბინადრობენ ღია ველებზე, უდაბნოებსა და ბუჩქნარებში. იკვებებიან თესლით. გავრცელებული არიან ევროპაში, აფრიკასა და აზიაში.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Pteroclididae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

ინგლისური სინონიმები:

  • sandgrouse
უკან დაბრუნება