Regulidae - ნარჩიტასებრნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Regulidae' (12.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'ნარჩიტასებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 144

განმარტება:

ბეღურისნაირთა რიგის (Passeriformes ord.) ფრინველთა ოჯახი Regulidae fam. მასში ერთი გვარია (Regulus). მცირე ზომის ფრინველებია. აქვთ წაწვეტებული ნისკარტი, მოკლე ან საშუალო კუდი. სხეულის ზედა ნაწილი ძირითადად მწვანეა, ქვედა – ყავისფერ-ყვითელი. ბინადრობენ წიწვოვან ტყეებში. მწერებით იკვებებიან. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Regulidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

უკან დაბრუნება