Recurvirostridae - სადგისნისკარტასებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
ტერმინის წყარო:
'Recurvirostridae' (12.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
განმარტება:
მეჭვავიასნაირთა რიგის (Charadriiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Recurvirostridae fam. გრძელფეხა, გრძელნისკარტა, კარგად მფრენი ფრინველებია. ცხოვრობენ წყლის მახლობლად. იკვებებიან უხერხემლოებით, თევზით, ბაყაყებითა და მცენარეული საკვებით. ოჯახში შედის ნისკარტსადგისების 1 (Recurvirostra) და ოჩოფეხების 2 გვარი (Cladorhynchus და Himantopus).
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Recurvirostridae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020