Procellariiformes - ქარიშხალასნაირნი
ტერმინის წყარო:
'Procellariiformes' (21.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'ქარიშხალასნაირნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 159
განმარტება:
ფრინველთა რიგი Procellariiformes ord. სხვადასხვა ზომის ზღვის ფრინველებია. აქვთ პატარა ან დიდი ნისკარტები რქოვანი ფირფიტებით. გამოყოფენ სპეციფიკურ სეკრეტს, რომელიც მათ მყრალ სუნს აძლევს (იყენებენ თავდაცვისათვის). იკვებებიან თევზით, პლანქტონით, კიბოსნაირებითა და სხვა უხერხემლოებით. რიგი მოიცავს 4 ოჯახს: ალბატროსისებრნი (Diomedeidae), რწევანასებრნი (Hydrobatidae), Oceanitidae და ქარიშხალასებრნი (Procellariidae). გავრცელებული არიან მსოფლიოს მასშტაბით.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Procellariiformes', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020