Procellariidae - ქარიშხალასებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
ტერმინის წყარო:
'Procellariidae' (21.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'ქარიშხალასებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 159
განმარტება:
ქარიშხალასნაირთა რიგის (Procellariiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Procellariidae fam. საშუალო და დიდი ზომის, თეთრი, ნაცრისფერი, ყავისფერი ან შავი ფერის ზღვის ფრინველებია. აქვთ გრძელი, წამახვილებული ფრთები და მოკლე კუდი. ნისკარტი მოკლე და სქელი ან გრძელი და წვრილია. ფეხები აპკიანია. იკვებებიან თევზით, კიბოსნაირებით. გავრცელებული არიან ყველა ოკეანეში.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Procellariidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020