Podicipedidae - მურტალასებრნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Podicipedidae' (21.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

განმარტება:

მურტალასნაირთა რიგის (Podicipediformes ord.) წყალმცურავ ფრინველთა ოჯახი Podicipedidae fam. საშუალო და დიდი ზომის ფრინველებია. სხეულის ზედა ნაწილი ნაცრისფერი ან მუქი ყავისფერია, ქვედა უმეტესად თეთრი. ფეხები სხეულის უკანა ნაწილშია. ფრთები პატარაა, ზოგიერთი პრაქტიკულად არამფრენია. ნისკარტი წაწვეტებულია, უმეტესობას აქვს გრძელი კისერი. ზაფხულში ბინადრობენ მტკნარ წყლებზე, ზოგი ზამთარში სანაპირო წყლებში გადადის. იკვებებიან თევზით და უხერხემლოებით. გავრცელებული არიან ევროპაში, აფრიკაში, აზიაში, ავსტრალაზიაში, ამერიკაში.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Podicipedidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

უკან დაბრუნება