Pipridae - პიპრისებრნი, მანაკინისებრნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Pipridae' (21.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

განმარტება:

ბეღურასნაირთა რიგის (Passeriformes ord.) ფრინველთა ოჯახი Pipridae fam. პატარა, მოკლეკუდა ფრინველებია, აქვთ მოკლე, განიერი, ოდნავ მოკაუჭებული ნისკარტი, მოკლე ფრთები და ფეხები. ძირითადად შავები არიან, ფერადი თავებით. ბინადრობენ ტროპიკულ ტყეებში. იკვებებიან ხილითა და მწერებით. გავრცელებული არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Pipridae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

უკან დაბრუნება