Piciformes - კოდალასნაირნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
ტერმინის წყარო:
'Piciformes' (14.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'კოდალასნაირნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 125
განმარტება:
ფრინველთა რიგი Piciformes ord. სხვადასხვა ზომის ფრინველებია, ძირითადად აქვთ კაშკაშა ფერის ბუმბული და ძლიერი ნისკარტი. თითები ზიგოდაქტილურია (ორი წინ, ორი უკან). ძირითადად მეხეურები არიან. იკვებებიან მცენარეული და ცხოველური საკვებით. ბუდეს აკეთებენ ფუღუროებში. ერთი ოჯახის ფრინველები ბუდობრივი პარაზიტია. გავრცელებული არიან მსოფლიოს მასშტაბით.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Piciformes', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020