Picidae - კოდალასებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
ტერმინის წყარო:
'Picidae' (14.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'კოდალასებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 125
განმარტება:
კოდალასნაირთა რიგის (Piciformes ord.) ფრინველთა ოჯახი Picidae fam. სხვადასხვა ზომის და ფერის ფრინველებია. უმეტესობას აქვს გრძელი, ძლიერი ნისკარტი, რომელიც გამოიყენება ხის მერქნის გასახვრეტად და გრძელი, მოქნილი ენით იქიდან საკვების (მწერების) ამოსაყვანად. ფრთები მოკლე და მომრგვალებულია, კუდი ჩვეულებრივ სოლისებრია. ფეხები მოკლეა, თითები ზიგოდაქტილური, სამი ან ოთხი თითით. ოჯახი მოიცავს კოდალებსა და მაქციებს (Jynx gen.).
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Picidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020