Passeriformes - ბეღურისნაირნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Passeriformes' (14.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'Passeriformes', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 219

განმარტება:

ფრინველთა რიგი Passeriformes ord. პატარა და საშუალო ზომის ფრინველებია. აქვთ მრავალფეროვანი შეფერილობა და ფორმა. სახეობებში ნისკარტი მოდიფიცირებულია სხვადსხვა კვების რეჟიმებთან. ფეხის სამი თითი წინ არის მიმართული და ერთი – უკან, რაც მათ ეხმარება ტოტებზე დაჯდომაში. რიგი 140-ზე მეტ ოჯახს და დაახლოებით 6000 სახეობას მოიცავს, რაც ფრინველთა კლასის 60%-ია. გავრცელებული არიან მსოფლიოს მასშტაბით.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Passeriformes', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

უკან დაბრუნება